00:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 10:58:03, 6747 ნახვა

სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის მე -11 ბატალიონი GDRP წინამოსამზადებელ წვრთნებს გადის

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ ფაზაში იმყოფება.

საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო სროლები განახორციელეს. სწავლების სცენარის მიხედვით, „ჩარლი“ ასეულის ქვეითმა ოცეულმა საცეცხლე მხარდაჭერით შეტევითი ოპერაცია განახორციელა და მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების უსაფრთხოება მე-11 ბატალიონის დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა უზრუნველყო.

მათი შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. ამით ბატალიონმა ოცეულის დონის სწავლება დაასრულა და სექტემბერში GDRP-ის პროგრამის აღსრულების ფაზაში ჩაერთვება.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics