22:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 14:31:40, 11518 ნახვა

სხვადასხვა
ჩუღურეთის რაიონში, ბენაშვილის N7/14-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბენაშვილის ქ. N7/14-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე  გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ბენაშვილის 7/14-ში თბილისური ტიპის ეზოში მცხოვრებლები წლების განმავლობაში მძიმედ ავარიულ სახლში იმყოფებოდნენ. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ ულამაზეს სახლს 2020 წელს გავამაგრებდით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ. მსგავსი სამუშაოები მიმდინარე წელს 12 მისამართზე უკვე დასრულდა, 14 მისამართზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე საცხოვრებელი სახლი გამაგრდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 216 000 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics