22:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 16:53:27, 8334 ნახვა

სხვადასხვა
ჩუღურეთში N125 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე N125 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. შემოდგომაზე, იმავე ადგილას ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება. 

მიმდინარე სამუშაოებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესა და მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. შეხვედრას, სადაც კახაბერ გვანცელაძემ ბაღის მშენებლობის პროექტი წარადგინა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლებიც ესწრებოდნენ.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არსებულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ხუთ სააღმზრდელო ჯგუფზე იქნება გათვლილი. ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 160-მდე აღსაზრდელი შეძლებს.

„ახალი ბაღის მშენებლობას ჩვენ შემოდგომაზე დავიწყებთ და უკვე მომავალ სააღმზრდელო წელს მის ექსპლუატაციაში მიღებას შევძლებთ. ბაღი დააკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სტანდარტებს და ჩვენი პატარები სააღმზრდელო პროცესს ამორტიზებული შენობის ნაცვლად, კეთილმოწყობილ გარემოში დაუბრუნდებიან“, - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.

N125 ბაგა-ბაღი რიგით მერვეა იმ ბაღებს შორის, რომლის ავარიული შენობის დემონტაჟსაც ბაღების მართვის სააგენტო თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. შენობის დახურვის შემდეგ, ბაგა-ბაღის კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდა და მათი სააღმზრდელო პროცესი არ შეფერხებულა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics