16:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 21:00:35, 2015 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ექსპორტის წახალისება, ლარის სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს

„დოლარის მიმართ პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია“, –ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ლარის კურსთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების  შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საგარეო ფაქტორები, მათ შორის ექსპორტის თვალსაზრისით, შეცვლილია.

შესაბამისად, ხადურის ინფორმაციით,  ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას გეგმავს.
„საქართველოში, რეგიონში და ასევე სხვა ქვეყნებში, დოლარის მიმართ პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით ლარი  გარკვეულწილად პოზიციებს ინარჩუნებს. მაგრამ  ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ საგარეო ფაქტორები არის შეცვლილი, მათ შორის ექსპორტის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ,  დღეს,  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან მოკლე პერიოდში აქტიურად დავიწყოთ ღონისძიებები, რომელიც ექსპორტს წაახალისებს, ტურიზმს ხელს შეუწყობს, რაც  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს წაახალისებს. ეს ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს, რომ  ლარის გრძელვადიანი სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics