16:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 21:32:27, 16063 ნახვა

High - Tech
ბეჭედი Oura კორონავირუსს სიმპტომების გაჩენამდე 3 დღით ადრე გამოავლენს

COVID-19-ის ძირითადი პრობლემა არა დაავადების სიმძიმეში, არამედ გრძელ ინკუბაციურ პერიოდში მდგომარეობს. საშუალოდ 2 კვირის მანძილზე ინფიცირებული შეიძლება ვერც ხვდებოდეს, რომ მას COVID-ი გააჩნია და ამ დროს სხვებისთვის ინფექციის წყაროს წარმოადგენდეს. სწორედ ამის გამოა სწორი პირბადით სიარული, რომელიც თქვენ, თუ ვირუსი არ გაგაჩნიათ, მისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ თუ უკვე ხართ ვირუსის მატარებელი, სხვებისთვის ნაკლებად სახიფათოს გაგხდით. 
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები COVID-ის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ახალ მეთოდებს ეძებენ. კომპანია Oura ახალ ელექტრონულ მოწყობილობას ბეჭდის სახით ცდის. "ჭკვიანი" Oura Ring - ი მუდმივი ტარების შემთხვევაში, თქვენს სიცხის, გულის რითმისა და სხვა ფიზიოლოგიურ მონაცემებს ამუშავებს,შემდეგ მოწყობილობაზე "მიბმულ" სმარტფონში აგზავნის, რამდენიმე დღის შემდეგ, თუ ადამიანი ინფიცირებულია, სპეციალური ალგორითმი ვირუსს შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლებს და თქვენს მოწყობილობაზე პროგრამაში წითელ ძახილის ნიშანს აანთებს. Oura Ring ახალ კორონავირუსს 90% შემთხვევებში ადრეულ ეტაპზე გამოავლენს. 
"ჭკვიანი" ბეჭედი Oura ევროპაში და ამერიკაში 299$ (299ევრო) ეღირება.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics