22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 13:54:47, 8146 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი თქმით, 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი სააავდმყოფოდან გუშინ გაეწერა.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტია, საიდანაც 47 კორონავირუსით ინფიცირებულია. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და დამაკმაყოფილებელია. არ გვყავს მართვით სუნთქვაზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, თუმცა არის სერიოზული პნევმონიის მქონე რამდენიმე პაციენტი. მათ განსაკუთრებული ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. გუშინ ჩვენგან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. დღეს ველოდებით ერთი პაციენტის დადასტურებას. 24 საათში გვექნება რეტესტირების პასუხი.

ახალი შემთხვევებიდან გუშინ მივიღეთ 2 პაციენტი, მაგრამ ეს იყო უკვე დადასტურებული კოვიდინფექციით და ჩვენთან გადმოიყვანეს სხვა კლინიკიდან. ისინი თუ სწორად ვიცი, გადმოყვანილნი არიან თეთრიწყაროდან. გუშინ 12 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი კვლევა, გაკეთდა რამდენიმე რეტესტირების კვლევა, გაკეთდა თანამშრომლების გამოკვლევა და ველოდებით მათ პასუხებს. ყოველდღიურად დაახლოებით 45-მდე „პისიარ“ ტესტირება კეთდება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics