22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 12:03:20, 6600 ნახვა

ომი უკრაინაში
წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, რომელიც ე.წ. ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა, ინფიცირებული 62 წლის მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ.

ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics