22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 22:29:42, 15054 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის შედეგად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი გარდაიცვალა

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ვენიამინი (კოროლიოვი) კორონოვირუსის შედეგად გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, უმაღლესი სამღვდელო პირი კურსკის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსს მკურნალობდა, მას ორმხრივი პნევმონია, განუვითარდა.
რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი გახდა პირველი მაღალიერარქი, რომელიც COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ მარტის შუა რიცხვებში მოსკოვში მღვდელმთავარმა, ვედრების ხატის მოსალოცად ასობით მორწმუნე შეყარა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, დიდი კრიტიკა მოჰყვა, სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო. ამის გარდა, აღმოჩნდა, რომ ათობით ხანშიშესული ადამიანი, ვინც ხატი მოილოცა კორონავირუსით დაავადდა. 

54 წლის ვენიამინი იყო ჟელეზნოგოროდსკის და ლიგოვსკის, ასევე ორლოვსკის მთავარეპისკოპოსი.
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ეპისკოპოსის ხარისხში ის 2012 წელს აიყვანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics