01:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 15:46:47, 679 ნახვა

ეკონომიკა
ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 43.5 მილიონი დოლარით შემცირდა

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2015 წლის ივლისში 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 31.8 პროცენტით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.

ამასთან, 2015 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.1 მლნ აშშ დოლარი (29.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.2 მლნ აშშ დოლარისა (26.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში. რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2015 წლის ივლისში 43.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იტალიიდან - 8.7 მლნ, აშშ-დან საქართველოში გასულ თვეში 8.5 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. თურქეთიდან 6.2 მლნ დოლარის შემოვიდა, საბერძნეთიდან კი ფულადმა გზავნილებმა ივლისში 4.5 მლნ დოლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics