|
2020-03-28 09:18:04, 1641 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის” პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით, ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
„ლიბერთი” ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შემცირდეს პენსიის ასაღებად ბანკში მისვლის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურად გადანაწილდეს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადები პენსიის აღების დროს და რაც მთავარია დავიცვათ ისინი ვირუსით შესაძლო დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. ლიბერთი ბანკს პენსიის მიმღები ადამიანების ნაკადის გადანაწილებაში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამიტომ, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს შესაბამის თანხებს რომლის საშუალებითაც, ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერი ასაკის პენსიონერს. 28 მარტიდან, პენსიების ნაღდი ფულით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება (თარიღი და საათი) ვებ გვერდზე www.myliberty.ge ან 032208 მობილურიდან და 208 ქალაქის ნომრიდან. 28 მარტიდან, ყველა პენსიონერს ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შეეძლება სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში, ყველგან სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. „მინდა ხაზი გავუსვა და მოგმართავთ ყველას თხოვნით, არ გამოვუშვათ სახლებიდან ჩვენი ბებიები, ბაბუები, დედები და მამები, სანამ არ დარწმუნდებიან რომ მათ შეუძლიათ თავისი კუთვნილი პენსიის ნაღდი ფულით გამოტანა, თუ ესეთის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, თავისი ბარათით ისინი ყოველთვის შეძლებენ სარგებლობას სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში”, - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)