|
2020-03-27 13:45:11, 5160 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - 1000 სწრაფი ტესტის ხარისხი, რომელიც ჩინეთისგან საჩუქრად მივიღეთ, გარანტირებულია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 1000 სწრაფი ტესტის ხარისხი, რომელიც ჩინეთისგან საჩუქრად მივიღეთ, გარანტირებულია. მისივე თქმით, ეს არ არის ის კომპანია, რომელთანაც ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობდა. „ტესტებთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია და ჯანდაცვის სამინისტროს თავიდანვე ჰქონდა ისეთი მიდგომა, რომ ყველა ტესტი, რომელიც იქნება გამოყენებული შემოწმდეს ხარისხის ნაწილში და სწორედ ამიტომ არის მობილიზებული სრულად ლუგარის ლაბორატიის კონფერმაციული ტესტირების მექანიზმი, რათა ჩვენ გვქონდეს სრული გარანტია იმ პასუხებზე, რომლებსაც ვიღებთ. რაც შეეხება 1000 ტესტს, რომელიც ჩვენ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მივიღეთ, ეს არის PCR ტესტი. ამ ტესტების ხარისხი გარანტირებულია. ეს არის სხვა კომპანია და არ არის ის კომპანია, რომელთანაც უკვე გვქონდა შეთანხმება ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით. საჩუქარი მივიღეთ და მისი გამოყენება ხდება აქტიურად, მაღალი სიზუსტით, რადგან ლუგარის ლაბორატორიას აქვს ის მექანიზმი, რომ დაადასტუროს თითოეული ტესტის სიზუსტის პასუხი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)