|
2020-03-26 15:40:54, 2065 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა
„ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ნაადრევად გაიაზრა საფრთხე და დროულად გაატარა პრევენციული ღონისძიებები. „საქართველო ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად არის დასახელებული პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ხელისუფლებამ ნაადრევად გაიაზრა საფრთხე და დროულად გაატარა პრევენციული ღონისძიებები. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე და ინტერვენციაზე ისაუბრა, რასაც ცენტრალური და რეგიონის ხელისუფლება ახორციელებს პანდემიის შეკავების კუთხით. „ბათუმში შემოტანილი დაინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. არ გვაქვს ადგილზე გადაცემის შემთხვევები, რაც დამაიმედებელია. ეს ნიშნავს რომ პროცესი სწორად იმართება და ამ მიმართულებით გვაქვს ეფექტური მენეჯმენტი. დავიწყეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პირველი ეტაპი. პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღწეულია. ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს რომელიც ადეკვატურად ასახავს გამოწვევებს კონკრეტულ რისკებთან დაკავშირებით. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოსავალი არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ნაადრევმა პრევენციამ მოგვცა საშუალება, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის მხრივ არ გვქონოდა არსებითი რისკები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)