|
2020-03-24 14:22:31, 3306 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხის შესახებ
იპოთეკური სესხი გულისხმობს ბანკისგან თანხის სესხებას უძრავი ქონების ასაშენებლად, გასარემონტებლად ან საყიდლად. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი ერთის მხრივ გაძლევთ საშუალებას თქვენი ფულადი ვალდებულება სხვა ქონებაზე არ გადავიდეს, თუმცა მეორეს მხრივ საკმაოდ საპასუხიმგებლო არჩევანია, რადგან უკავშირდება შედარებით დიდ თანხებს და არის გრძელვადიანი სესხი. მანამ სანამ გადაწყვეტთ იპოთეკური სესხის აღებას ადეკვატურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და გაითვალისწინეთ რამდენად შეიძლება შეიცვალოს ფინანსური სტაბილურობა სასესხო ვადის მანძილზე. მნიშვნელოვანია იპოთეკური სესხის აღებამდე გავეცნოთ ყველა ბანკის შეთავაზებას და ამ დროს დავინტერესდეთ ყველა დეტალით. ბანკების შეთავაზებები როგორც წესი მთელი რიგი კრიტერიუმებით განსხვავდება:
იპოთეკური სესხი არ ფარავს თქვენი საოცნებო უძრავი ქონებისთვის საჭირო მთლიან თანხას, ამიტომ გარკვეული ოდენობის თანხა თავადაც უნდა გქონდეთ მოგროვებული. პირველადი შენატანის ოდენობა განსხვავდება, როგორც კომპანიის შეთავაზებების მიხედვით, ასევე მომხმარებლის საბანკო ისტორიაზე დაყრდნობით.
საპროცენტო განაკვეთი რათქმაუნდა თქვენს საბანკო ისტორიაზეა დამოკიდებული, თუმცა სრულყოფილი სურათის დროსაც მინიმალური პროცენტი რადიკალურად განსხვავდება. დააკვირდით რა პირობებს გთავაზობთ ბანკი როგორც წლიური ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სახით. ეს პროცენტი განსაზღვრავს, თუ რა იქნება თქვენი ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, რამდენი იქნება ამ თანხიდან პროცენტი და რამდენი ძირი.
საბანკო ბიზნესი პროცენტის გარდა მოგებას საკომისიოებშიც ნახულობს. ყოველი ტრანზაქცია თუ მოქმედება თქვენსა და ბანკს შორის შესაძლოა ფასიანი აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია იცოდეთ ეს ფასები განსაკუთრებით თუ საქმე დიდ თანხას ეხება. იპოთეკური სესხის შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს შემდეგი საკომისიოები:გაცემის საკომისიო; მომსახურების საკომისიო; წინსწრებით დაფარვის საკომისიო.
შესაძლოა სასურველი ბანკის არჩევის შემდგომ აღმოჩნდეს რომ საგარანტიო უძრავი ქონება რომელიმე კონკრეტულ უბანში ან ქალაქში უნდა იყოს განლაგებული. იმისთვის რომ ფინანსურმა ორგანიზაციამ იმედი არ გაგიცრუოთ, დაინტერესდით ამ პირობითაც. ასევე ზოგადად საგარანტიო უძრავი ქონების აუცილებელი კრიტერიუმებით, იქნება ეს მისი მდგომარეობა, ზომა თუ სხვა რამ. ზედმიწევნით ყველა პირობის შესწავლით, თქვენ იძენთ ინფორმირებული კლიენტის უპირატესობას. ამრიგად შეძლებთ გააკეთოთ ობიექტური არჩევანი შეთავაზებებს შორის და პირობებიდან გამომდინარე აწონ-დაწონოთ საკუთარი შესაძლებლობები.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)