|
2020-03-25 13:24:45, 9032 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - სამი პაციენტის შემთხევაში, ინფექციის წყაროს დადგენა გენეტიკური სეკვენირების საშუალებით მოხდა, რომელიც ლუგარის ცენტრს გააჩნია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სამი პაციენტის შემთხევაში, როდესაც ისინი ინფექციის ზუსტ წყაროს ვერ ასახელებდნენ, წყაროს დადგენა გენეტიკური სეკვენირების საშუალებით მოხდა, რომელიც ლუგარის ცენტრს გააჩნია. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები მსოფლიო ბაზაში ატვირთული არ არის, რადგან ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას არ გააჩნია. „როდესაც საჭიროა ჩვენ გვეხმარება ყველა უწყება. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ზუსტი ინფიცირების წყარო არ ვიცოდით, სეკვენირების საშუალებით, რომლის შესაძლებლობაც ლუგარის ცენტრს გააჩნია, რომ ვირუსი, რომელიც აქვს პაციენტს მისი გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა, როდესაც არ ვიცოდით ზუსტი ინფექციის წყარო. ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ შევძელით გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა ვირუსი, თუ რომელ ქვეყანასთან იყო კავშირში. ასე, რომ ეს გაგრძელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში, რომლის შესაძლებლობაც ყველა ქვეყანას არ გააჩნია“, - განაცხადა იმნაძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)