11:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 18:24:45, 2238 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - მარნეულში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, ჩემთვის სამარცხვინოა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გუშინ, მარნეულში, ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტი, სამარცხვინოა.

მისივე თქმით, მსგავსი საქციელებისთვის პასუხს ყველა აგებს.

"ის ინციდენტი, რაც მოხდა გუშინ, საკმაოდ სამწუხაროა და სამარცხვინოა ჩემთვის, მძიმეა საუბარი ნამდვილად. ადამიანები, რომლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ და ჩატვირთეს ეს კარვები, რომ არ გასჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას და დახმარებოდნენ, მთელი ღამით იმუშავეს და შემდეგ რაც მოხდა, კი ნახეთ. შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, თუ მსგავსი ფაქტი განმეორდა, ყველა დაისჯება,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics