|
2020-03-24 16:16:00, 1796 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბაღებში არსებული საკვები პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში არსებული საკვების პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ მშობლებს, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ. საკვების გადაცემის მესამე ეტაპს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქ. ბოლნისის N2 საბავშვო ბაღში დაესწრო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით დროებით შეჩერდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვების მარაგის გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მშობლებს საკვები კარანტინის წესების სრული დაცვით დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ხორციელდება.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)