|
2020-03-24 15:20:26, 1957 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ჩვენ ვმუშაობთ კოორდინირებულად, რომ საკარანტინო ზონების მომარაგება ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს
„ჩვენ ვმუშაობთ კოორდინირებულად, რომ საკარანტინო ზონების მომარაგება ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავიტაშვილმა განაცხადა. მისი ტქმით, მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას სურსათის და პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება და დეფიციტი; ეს ასევე ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, სურსათის მიწოდება განსაკუთრებულ რეჟიმში ხორციელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის და უსაფრთხოების მიზნით, საკარანტინო ზონაში სურსათის ოპერატორებისთვის დამატებითი რეგულაციები და წესები მოქმედებს. მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას სურსათის და პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება და დეფიციტი; ეს ასევე ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს. ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებასთან იმისათვის, რომ რეგიონში საჭირო პროდუქტების შეტანა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს. აღნიშნულ ვითარებაში უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მძღოლების ეკიპირება, რომლებიც საკარანტინო ზონაში სპეციალური ხსნარებით დამუშავებული მანქანებით იმოძრავებენ. აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და დაავადების გავრცელების რისკის თავიდან აცილებას ემსახურება. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის სპეციალური შტაბი არსებობს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ყველა მიმართულებამ, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია შეფერხების გარეშე უნდა იმუშაოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)