14:28 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 09:31:57, 728 ნახვა

საზოგადოება
აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა.

რუსეთის ჯარის შემოჭრის შემდეგ, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა.

საკუთარი სახლები დაახლოებით 150 000 ადამიანმა დატოვა. რუსეთის განსაკუთრებული გაღიზიანება 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა გამოიწვია. ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება. ამ ფაქტის შემდეგ რუსეთმა სამხედრო დანაყოფები და სამხედრო ბაზები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააძლიერეს.

8 აგვისტოს 00.30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დღეს საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰარეო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პროტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.

ომის შემდეგ, 8 სექტემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ, თუმცა შეთანხმება დღემდე არ შესრულდა.

დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინით შეამკობენ დაღუპული გმირების საფლავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics