|
2020-03-24 11:14:33, 6637 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარება მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 32 პაციენტიდან 3 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, სამივე მძიმე პაციენტს აღენიშნება პნევმონია და სხვა თანარსებული დაავადებები. „დღეს 7 პაციენტზე არის ასაღები ტესტირება თუ არ შემოგვემატება სხვა პაციენტებიც. ამ 5 ახალი შემთხვევიდან, ორი პირი არის ნამყოფი ერთად კონტაქტში, დანარცენები არის დამოუკიდებელი კონტაქტები, მაგრამ ინფექციის ძირითადი წყარო ამერიკაა. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტია. მათი სიმძიმის განმაპირობებელი არის ხანდაზმულობის ასაკი და თანარსებული დაავადებები. ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება, მეორესთან შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან დამამძიმებელი ფაქტორი არის ნევროლოგიური მდგომარეობა. სამივე პაციენტთან არის სხვადასხვა სიმძიმის პნევმონია. განსაკუთრებით კი ორ მათგანთან. მესამეს პნევმონია კი არ არის შედარებით მძიმე. გუშინდელთამნ შედარებით განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად მაინც სტაბილური სიტუაციაა, თუმცა მათ კლინიკურ მონაცემებში გარკვეული ცვლილებებია. ზოგადად, ამ პაციენტების სტაბილიზაცია მიღებული არ გვაქვს. არ არის განსაკუთრებული მძიმე პროგრესიც, რაც დამამშვიდებელი ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ალბათ უფალი უფრო მოწყალე იქნება ჩვენს მიმართ. იმედია, როგორც სხვა ქვეყნებს დაემართათ ისე არ დაგვემართება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)