07:43 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 20:13:14, 1349 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: მინდა, ვთხოვო სასულიერო პირებს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა არანაირად შეურაცხყოფს ვინმეს რწმენას

თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს. 

როგორც კალაძემ „პოსტ ტვ“-ის ეთერში განაცხადა, მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ვირუსთან ბრძოლაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს. 

„საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი,  აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს.

ჩვენი  ხელისუფლების  ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და  მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა. 

ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. 
ნებისმიერი კონფესიის  სასულიერო პირის ვალდებულებაა ლოცვა, ხალხის  გამხნევება, რწმენით  ნუგეშისცემა.

მოქალაქეების  ვალია  დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა კარანტინი, თვითიზოლაცია, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებოდნენ წესებს, რაც ძალიან ცუდია. 
ორგანიზებულობით და ერთსულოვნებით ყველა ერთად  მოვედით დღემდე საუკეთესო შედეგებით.
 
მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომანდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას. ერი და ბერი  უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთელი  საერთაშორისო  საზოგადოების  შეფასებით,  ეს ბრძოლა საქართველოში ძალიან წარმატებულად  მიმდინარეობს.

ჩვენ  ქვეყანას  ყოველთვის  აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის  თანადგომა, ლოცვით,  სიბრძნით  და  რწმენით.
ამჯერადაც ჩვენი წარმატების საწინდარია მაღალი სულიერება, პროფესიონალიზმი და  ორგანიზებულობა. მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ყველა შევძლებთ, ღირსეულად გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics