15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 16:01:04, 601 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა დაინტერესებულ პირებს ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების სტატისტიკა გააცნო

გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ პირებს, ბრაკონიერობის წინააღმდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების სტატისტიკა გააცნო. 
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ნიმუშის სახით წარმოდგენილი იყო დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ ბარკონიერებისათვის ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღები.
შეხვედრას გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე კლუბების და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები. 
„აღნიშნული უწყებები ჩართულები არიან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის საკითხებში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებმა უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე. ასევე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მათი მოსაზრებები გაეცნოთ სამინისტროს ხელმძღვანელისთვის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკინიერების წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს. ამასთან, მოქმედებს ცხელი ხაზი 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ ნებისმიერი გარემოსდაცვითი კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია შეატყობინონ დეპარტამენტს, რაზეც მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics