07:43 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 21:49:02, 1260 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - რესტორნებში თუ მოხდება თავშეყრა, დაჯარიმდება როგორც მეპატრონე, ისე მოქალაქე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეთა შეკრების ადგილებში დაწესებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.


მან განმარტა, რომ მოქალაქეები შეკრებას შეძლებენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია.


„მაგალითისთვის, დიდ სუპერმარკეტებში შესაძლებელია შეიკრიბოს 10 კაციც  და 100 კაციც, მაგრამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს იქნება პირბადე თუ დამცავი საშუალებები. ასევე, დისტანცია - რაც ყველაზე მთავარია. სადაც ღია სივრცეა,  ავიღოთ, ვთქვათ, რესტორნები, რომელიც დაიხურა, თუ ისევ მოხდება თავშეყრა ან  შეკრება, ასევე დაჯარიმდებიან კანონდამრღვევი ადამიანები - როგორც მეპატრონეები, ამ რესტორნის იურიდიული პირები, ისე მოქალაქეები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics