|
2020-03-21 15:03:49, 1423 ნახვა
საზოგადოება
გახარია - ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ შეიზღუდება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ ქალაქებში საქალაქთაშორისო გადაადგილება არ შემცირდება, მთავრობა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს იმედი ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში და პირველ რიგში ვზღუდავთ იმ საცალო მოხმარების ბიზნესის ნაწილს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიგოთ და დავრჩეთ სახლში. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების ნორმები. თუ საჭირო გახდა და ჩვენ თუ შევამჩნიეთ და ვნახეთ, რომ ქალაქში, საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, ჩვენ შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის რაღაც გადამეტებული ნაბიჯები, პირიქით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვთ ბალანსი ჯანრმთელობასა და ეკონიმიკის შემდგომი აღდგენის პოტენციალის შენარჩუნებას შორის, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ან ცალკე აღებული რომელიმე კომპანიის არ შეესაბამება პრევენციის, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის იმ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენი ზომები იქნება კიდევ უფრო მკაცრი. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი სახის გამოწვევა ამ ქვეყანაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ასევე, მსოფლიოში ასეთი გლობალური გამოწვევა არ ყოფილა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)