|
2020-03-20 21:38:51, 1260 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გამო, წმინდა სინოდმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მრევლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
ახალი კორონავირუსის გამო, წმინდა სინოდმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მრევლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. მეუფე ანდრია გვაზავას განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო მზაობას გამოთქვამს, ითნამშრომლოს სახელმწიფოსთან და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები მიიღოს. „წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც ისაუბრა მსოფლიოშიკორონავირუსის პოანდემიასთან დაკავშირებით. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა და დასძინა, ჩვენზე არის დიდი პასუხიმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიროთ სწორი გადაწყვეტილება. წმინდა სინოდის სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ათენის მიტროპოლიტი ანდრეა. კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთრივ განხილვაში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და სიტყვა გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს. მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა არსებული ვითარების შესახებ და განსახილველად წარმოადგინა ტექსტი. მან რამდენიმე მღვდელმთავრის მიერ შემოთავაზებული სხვა ტექსტების მიერაც მოახსენა წმინდა სინოდს. მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის კუბორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მესამე ტექსტი წაიკითხა ფოთისა და ხობის მიტრპოლიტმა გრიგოლმა. მეოთხე - გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრეამ. ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა. წმინდა სინოდმა განაჩინა, დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომლებიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში აძლიერებდნენ მარხვას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი სეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროდან, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული. ადგილი სულიწმინდის მთავარი მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, რომელიც გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით რამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე ყოვლად მიუღებელია. ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)