|
2020-03-20 16:35:16, 1052 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის მეთაურმა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან ისაუბრა გამკაცრებულ ზომებზე, რომელიც ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების ფაზაზე გადასვლისთანავე მიიღო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, დღემდე მთავრობის მიერ ინფექციის შეკავების მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანია, აქცენტის შენარჩუნება სოციალურ დისტანცირებაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების შეკავების მექანიზმების აღსრულების აუცილებლობაზე, რათა მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მაქსიმალური ეფექტი მოიტანოს. შეხვხედრაზე განიხილეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ქვეყანაში ეპიდემიის შეკავების, ტესტირებისა და აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ისაუბრეს თავიანთ ხედვაზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპულ გამოცდილებაზე. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა, მათ შორის სოციალური დისტანცირების კუთხით, შედეგები გამოიღო, ახლა მთავარია შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორის მზაობას ენიჭება. შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)