|
2020-03-20 11:34:19, 3015 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორი - ოთხი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
"რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც ინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბუილურია", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, მათ კლინიკაში მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ შემუშავებული მკურნალობის სტანდარტით ხელმძღვანელობენ, რომელიც ეფექტურად მუშაობს და მან პაციენტების მდგომარეობის დასტაბილურება გამოიწვია. "კლინიკაში ამ ეტაპზე 81 პაციენტია, გუშინ საეჭვო შემთხვევა შემოვიდა 16, გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიების ტესტიდან მიღებული პასუხი, საბედნიეროდ, ყველა უარყოფთია. რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც ინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბუილურია. მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე სახელმწიფო პროტოკოლი არ გააჩნია მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობა მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა ეფექტი, ოთხივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მდგომარეობით ფასდება. დღეს საკოორდინაციო საბჭ შეიკრიბება მკურნალობის თემასთან დაკავშირებით და გათვალისწინებული იქნება ჩვენს პროტოკოლში ღნიშნული პროტოკოლის ტაქტიკა", - განაცხადა ლევან რატიანმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)