|
2020-03-20 10:04:49, 1117 ნახვა
საზოგადოება
იმ ადამიანებს , რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, თვითნებურად არღვევენ დადგენილ წესებს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება
იუსტიციის სახლი, თვითიზოლაციის სავალდებულო პირობების დამრღვევი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლის ფილალებს მიმართვენ, გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს. კერძოდ, იმ პირებს, რომელებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთვსება. იუსტიციის სახლი მოუწოდებს უცხო ქვეყნიდან ახლად დაბრუნებულ და თვითიზოლაციის რეჟიმზე მყოფ სხვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, მართლშეგნება, შეასრულონ ჯანდაცვისა და სამართავლდამცავი უწყებების რეკომენდაციები და მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, დარჩნენ თვითოზოლაციის პირობებში და ნუ მიმართვენ იუსტიციის სახლებს, რათა საფრთხე არ შეუქმნან თანამოქალაქეებს. აქვე ვთავაზობთ ასეთ მოქალაქეებს, რომ დაუკავშირდნენ დისტანციურად მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს კონსულტაციისთვის და ისინი შეეცდებიან იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სერვისის მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, დაეხმარონ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის არაერთი ფაქტი გამოვლიდა, როს გამოც დროებით მუშობა შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა, ასევე 17 და 18 მარტს მომხმარებელს არ ემსახურებოდა თელავის იუსტიციის სახლი
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)