|
2020-03-18 15:30:13, 1334 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაავალა, შეიმუშავონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისთვის
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილი დღეს გამართავს. ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე მთავრობის მეთაური უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პროცესით დაინტერესდა. საუბარი შეეხო ბიზნესისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხს, მათ შორის რესტორნების, ფიტნესცენტრების, კაზინოების, ასევე სარიტუალო დარბაზების და სხვა მომსახურების ობიექტების დახურვის კუთხით არსებულ ვითარებას. სხდომაზე მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაცია, რომ პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. ამასთან, საქართველოს ფოსტას დაევალა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულოს მექანიზმის შექმნა, რომელიც 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიორენებისთვის სახელმწიფო სერვისების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს. ლევან დავითაშვილმა საბჭოს ასევე გააცნო სურსათის მარაგების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ სურსათით მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას პროდუქტების მომარაგების საჭიროება არ აქვს. ამასთან, პრემიერის დავალებით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციით თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების 7 სასურსათო პროდუქტზე. ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაევალათ, შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისა და პროგრამა ეკონომიკის სექტორების სტიმულირებისთვის. სხდომაზე ასევე იმსჯელეს ონლაინსწავლების სისტემის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასა და ამ პროცესში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება, აქტიურად აღრიცხავს საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში დაბრუნება მოქმედი ავიარეისებით შეუძლიათ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)