14:28 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 13:32:03, 654 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გიგლა აგულაშვილი დაბა ყაზბეგში, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე მონიტორინგის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრმა სპეციალისტებთან ერთად ის ადგილები მოინახულა, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემებისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები უნდა განთავსდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, დევდორაკ-ამალის ხეობაში სტიქიური პროცესების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ და ინფორმაციას შესაბამის უწყებებს აწვდიან.

მონიტორინგის მიზანია საქართველოს სამხედრო გზაზე (დარიალის ხეობაში) მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ჰიდროელექტროსადგურზე მომუშავე თანამშრომლების დროული ინფორმირება, ხეობაში მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics