|
2020-03-16 13:55:17, 6642 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ჩეხ ტურისტს ვინმე ჩაეხუტა
„გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ჩეხ ტურისტს იქ ვინმე ჩაეხუტა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განცხადა. იმნაძემ გუდაურში მყოფ სხვა ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ნერვიულობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩია. „პირველ რიგში მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც დეტალურად გამოგვიგზავნა მისი საქართველოში მოძრაობის ისტორია თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალაინ გაგვიადვილა საქმიანობა და გამოძიება იმ ადამიანების ვინც იყვნენ მასთან მჭიდრო და ახლო კონტაქტში. რაც შეეხება დანარჩენს, გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს იქ ვინმე ჩაეხუტა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვნახავთ ყველა იმ პირს ვინც არის საჭირო. დანარჩენები იყვნენ მშვიდად და თუ ძალიან ნერვიულობენ დარჩნენ თვითიზოლიაციაში. რაიმე სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ სამედიცინო სამსახურებს. ჩეხი ტურისტები უკვე არიან ჩეხეთში. როდესაც ამ ადამიანმა დარეკე, მაშინვე მოხდა გადამოწმება იმისა, იყო თუ არა ის კორონავირუსით ინფიცირებული. მის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე მიმდინარეობს მუშაობა და მის ჩეხეთში კონტაქტებზე ვიღებთ ინფორმაციას ჩეხეთის შესაბამისი სამსახურებიდან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მყოფ ჩეხ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)