13:21 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 12:17:52, 1328 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის ასაშენებლად 700,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია,  ხოლო 60,000 ლარი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმისგან“ მიღებული გრანტი. 
კოოპერატივს მეურნეობაში დასაქმებული ყავს 6 ადგილობრივი ადამიანი და მის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. ფერმაში ამჟამად 50 სული  მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) საქონელია. ფერმაში ყოველღიურად 1 ტონამდე რძეს აწარმოებენ.  
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივის,  „ახალგაზრდა ფერმერის“ ფერმა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 28 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა  რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და ა.შ
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics