|
2020-03-13 11:46:45, 1694 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო საფონდო ბირჟაზე ისეთი კრიზისია რომელიც ბოლოს 1987 წელს იყო
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორების კორონავირუსის გავრცელების შიშმა , ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნგრევა გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირებისთვის ხელისუფლება სხვადასხვა გზებს მიმართავს თუმცა, ვარდნის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის. აშშ - ში Dow Jones და S&P 500 - 9,5% - ით , დიდ ბრიტანეთში ფასიანი ქაღალდების ინდექსი 10% - ით დაეცა, რაც 1987 წლის შემდეგ პირველი მსგავსი ვარდნაა ისტორიაში. აშშ - ს და ევროპის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს, თუმცა ინვესტორებისთვის იმედის მომცემი არ აღმოჩნდა. ხუთშაბათს ნიუ - იორკის საფონდო ბირჟის გახსნას აქციების მკვეთრი ვარდნა მიჰყვა რის გამოც ვაჭრობა 15 წუთით შეწყდა. თუმცა 15 წუთის შემდეგ , ვაჭრობის განახლებისთანავე აქციბის ფასმა ვარდნა კვლავ განაგრძო. შეგახსენებთ, რომ დღეს, ნავთობის ფასის 30% - იან ვარდნას გლობალურად საფონდო ინდექსების ვარდნა მოჰყვა. ავსტრალიის S&P/ASX 200 - ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა. იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა. "ბაზრები ზღვარზეა", - ამბობს ნილ ვილსონი, Markets.com - ის უფროსი ანალიტიკოსი. "არავინ იცის როგორ გამოიყურება მთლიანი ეკონომიკა დროებითი შეფერხების გამო." ბოლო კვირის განმავლობაში ბაზრებმა ჯამში 20 % დაკარგეს, რაც შესაძლო რეცესიაზე მიგვანიშნებს. "ვერ ვხვდებით ასე რას უნდა შეეშინებინა ინვესტორები, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ცენტრალურმა ბანკებმა ძალისხმევა არ დაიშურეს ვარდნის შესაჩერებლად. გულწრფელად გითხრათ აქ ახალი არაფერია, ტრეიდერების უმეტსესობამ იცოდა კორონავირუსი რა შედეგამდე მიიყვანდა მსოფლიო ეკონომიკას, ამიტომ დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში რეცესიას ვვარაუდობთ", - განაცხადეს საფონდო ბირჟის დამკვირვებლებმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)