|
2020-03-12 20:09:43, 2064 ნახვა
ეკონომიკა
კომუნიკაციების ეროვნული კომისია - მაგთიმ პაკეტი გააძვირა, რის კანონიერებასაც კომისია სწავლობს
კომუნიკაციების კომისია შეისწავლის კომპანია „მაგთიკომის" მიერ 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება, არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება - ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს აწვდის შუალედურ ინფორმაციას. კახა ბექაურმა დღევანდელ სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, საქმე გაძვირებასთან გვაქვს. „კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის მოკვლევა და ანალიზი უკვე დაიწყო. ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანით ჩანაცვლება არის, თუ არა გაძვირება და რეალურად აქვს თუ არა ამის უფლება კომპანია "მაგთიკომს". ჩვენი წინასწარი შეფასებით იკვეთება, რომ არსებული პაკეტის ჩანაცვლებით, ადგილი აქვს ტარიფის გაძვირებას, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც „მაგთიკომია" აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი, იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე „მაგთიკომის" მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, შეთავაზებული არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კვლევის და ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას „მაგთიკომისთვის" ვალდებულებების დაკისრების შესახებ." - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა. კომისიის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ 25 ლარიანი პაკეტის გაძვირების მცდელობა კომპანიას გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა, მაშინ კომისიამ „მაგთიკომს" აღნიშნული გადაწყვეტილება გაუუქმა და დაავალდებულა, რომ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დაეტოვებინა. კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია საკითხს ახლაც დეტალურად შეისწავლის და კანონის სრული დაცვით კვლავ მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)