|
2015-08-05 09:27:36, 778 ნახვა
ეკონომიკა
"თელასის" სატარიფო განაცხადის განხილვა სემეკში დღეს გაიმართება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა დღეს გაიმართება. შეხვედრას დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2015წლის 31ივლისის №41/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – კომისიის სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად. აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება განპირობებულია იმით, რომ კომისიაში სს „თელასმა“ შემოიტანა სატარიფო განაცხადი და სატარიფო მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება და ახალი მაჩვენებლების დადგენა“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)