|
2020-03-11 16:05:01, 2600 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას არ შეეხება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი მათი პოლიტიკური უფლებაა, რომელიც არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას. მისივე თქმით, თითოეული მხარის პასუხისმგებლობაა, რომ შეთანხმება შესრულდეს. „რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და შეუძლიათ, ამით ისარგებლონ, რაშიც ვერ ჩავერევით. ბოიკოტი არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას. პრინციპული შეთანხმება გვაქვს საარჩევნო სისტემაზე და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ბოიკოტის რეჟიმში ეს შეთანხმება ვერ შესრულდება და შესაბამისად, ბოიკოტი კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს. ალბათ, ასეც იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)