|
2020-03-11 12:09:09, 2196 ნახვა
ეკონომიკა
PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო
PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც თბილისის მერიამ 10 მარტიდან აამოქმედა. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-დან 60 წლის ჩათვლით პირებს ძვირადღირებული მედიკამენტების 80%-ს უფინანსებს, სოციალურად დაუცველ შესაბამისი რეიტინგის მქონე პირებს კი - სრულად. გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება მოძრაობის და გადადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაბამისად პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება ხშირად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. პრეპარატ „ოკრევუსის“ გადასხმისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების გასამარტივებლად, PSP-მ სპეციალურად მათთვის შეარჩია და მოამზადა კადრი, რომელიც უზრუნველოყოფს პაციენტის გადაადგილებას სახლიდან ექიმთან კონსულტაციასა და საჯარო რეესტრში, ასევე თავად აგვარებს ყველა დოკუმენტაციას მომსახურების გასამარტივებლად და პაციენტის კომფორტის შესაქმნელად. „PSP უზრუნველყოფს არა მარტო თანხმლები მომსახურების კომფორტულობას, არამედ პაციენტის ნაცვლად სრულად ფარავს კონსულტაციისა და პრეპარატის გადასხმის ხარჯებს, რითაც საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუზოგავთ თითოეულ პაციენტს. ჩვენს მიერ მომზადებული პერსონალი არა მარტო მიაკითხავს სახლში და უზრუნველყოფს პაციენტის რიგების გარეშე და კომფორტულ მომსახურებას, არამედ მათ გარეშე დაარეგულირებს დოკუმენტაციის დრულ და სრულ მობილიზებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება არა მარტო კომფორტული, არამედ მკაცრად კონფიდენციალურია. ჩვენ გაფანტული სკლეროზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება აჭარაში 1 წლის წინ დავიწყეთ. აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის PSP-მ კლინიკას ინფუზომატის აპარატი შეუძინა „ოკრევუსის“ გადასასხმისთვის, აჭარის რეგიონის 20-ვე პაციენტის გადასხმის თანხასაც კომპანია აფინანსებს. თბილისის მერიის ახალი პროგრამა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის შეძენას ხდის ხელმსაწვდომს, PSP-ს ჩართულობა კი ბენეფიციარების კომფორტსა და თავად გადასხმის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდე PSP-ს საინფრომაციო სამსახურს ნომერზე 032 2 402020 ან მობილურის ნომრებზე: 551 934 455; 599 461 500; 595 800 814.“- აცხადებენ PSP-ში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)