22:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 17:34:36, 757 ნახვა

ეკონომიკა
ნათია მიქელაძე ბრიტანული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ბრიტანული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის „დელამოდ გრუპის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები და აღნიშნულ სექტორებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი განიხილეს.

„დელამოდ გრუპის“ მიერ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მათ მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს “A” კლასის მრავალფუნქციური ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას.

გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების შესახებ, რაზეც მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს  ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი განცხადებით,  ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნით, ერთ–ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს აზიიდან, განსაკუთრებით კი, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, სათანადო პროექტების  შემუშავება და სხვ.

ბრიტანული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის „დელამოდ გრუპის“ დელეგაცია საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი უახლოეს თვეებში კვლავ ეწევიან საქართველოს უკვე კონკრეტული პროექტების რეალიზების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics