|
2015-08-04 16:11:15, 798 ნახვა
ეკონომიკა
დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით გაიზარდა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. პროექტს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა თავი შეიკავა, 5 კი, წინააღმდეგი იყო. თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიას ინფორმაციით, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით გაიზარდა, თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ხელაიას თქმით, 46 მილიონი ლარიდან 5 მილიონი „ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი თბილისი 2015“-თვის გამოიყო. 41 მილიონი ლარი კი 13 ივნისს მომხადი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება, კონკრეტულად 17 მილიონ 800 ათასი ვერეს ხეობის რეაბილიტაციისთვის გამოიყო, 21 მილიონი ლარი კი სტიქიის შედეგების დაზარალებულებისთვის. გარდა ამისა, მერის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად საბურთალოს რაიონისთვის 2 მილიონ 900 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც სანიაღვრე არხებისა და ავარიული შენობების გამაგრებას მოხმარდება. ამასთან, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კითხვები ჰქონდათ თუ რატომ არ შეეხო ბიუჯეტში ცვლილებები კომუნალური ვაუჩერების საკითხს. „ჩვენ ვშიშობთ, რომ მხოლოდ 70 ათასზე დაბალ ქულაზე არ იყოს გამოყენებული კომუნალური ვაუჩერი და სოციალურად დაუცველების დიდი სპექტრი არ დაგვრჩეს ამ დახმარების გარეშე“,-განაცხადა სევდია უგრხელიძემ. გიორგი ხელაიამ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ბიუჯეტში კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით ცვლილებები არ განხორციელდა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველები დახმარების გარეშე დარჩებიან“. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ხელაის თქმით, მათთვის ვაუჩერების გადაცემასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტი არსებობს და მისი განხილვა სექტემბერში მოხდება. აქვე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰქონდათ კითხვები მოხდებოდა თუ არა სტიქიის შედეგად დაუზღვევლი მანქანების ანაზღაურება იმ მოქალქეებისთვის, რომლებმაც ზარალი სტიქიის დროს განიცადეს. გიორგი ხელაიას განმარტებით, არცერთი დაზარალებული დახმარების გარეშე არ დარჩება. „მანქანების თემა ცალკე იქნება განხილული თუ რა პრინციპით მოხდება ამ საკითხის გადაჭრა. არავინ არ დარჩება დახმარების გარეშე“,-აღნიშნა ხელაიამ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)