|
2020-03-07 15:49:00, 2383 ნახვა
საზოგადოება
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. 7 მარტს სამუშაოები ტარდება N2, N3, N5, N6, N8, N11, N12, N14, N16, N17, N18 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე გარე დაცვის, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოების ბაზებზე (მათ შორის დეზინფექცია უტარდება ესკორტირების მანქანებს, რომელთა მეშვეობით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გადაყვანა ხორციელდება). 8 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება N7, N9, N15 და N19 პენიტენციურ დაწესებულებებში. 14 მარტს დეზინფექცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ყველა იმ სივრცეში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირი შეიძლება მოხვდეს. კერძოდ, საზოგადოებრივ მისაღებებში, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებში, სამედიცინო ნაწილში, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახებში, საგამოძიებო ოთახებში და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში. სამუშაოები სპეციალურად არასამუშაო დღეებში ტარდება, რადგან დეზინფექციის შემდეგ, სასურველია, დამუშავებული სივრცე 6 საათის განმავლობაში ცარიელი იყოს. აღსანიშნავია, რომ ხსნარს, რომლითაც პენიტენციური დაწესებულებები მუშავდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად კვლავ მოხდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სამსახური ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვას როგორც სისტემაში განთავსებული პატიმრები, ასევე პენიტენციური სისტემის თანამშრომლები.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)