04:07 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 12:59:55, 2569 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე - პირველად ვარ ოპტიმისტურად განწყობილი

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარცევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მისი თქმით, ოპოზიციის, ტელევიზიებისა და მოქალაქეების ჩართულობამ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხში, თავისი შედეგი გამოიღო.

„ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ საკითხებზე, აქ არის პოლიტიკური დევნის კომპონენტიც, ამ მიმართულებით, რა პროგრესი შეიძლება გვქონდეს გავიგებთ და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას.

პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენმა და მათ შორის, ტელევიზიებისა და მოქალაქეების ჩართულობის ძალისხმევამ ამ პროცესში, თავისი შედეგები გამოიღო“, - განაცხადა თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას საარცევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ვადა ორშაბათამდე აქვთ. მხარეებს შორის ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics