|
2020-03-07 10:47:36, 1219 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის დირექტორი - ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად მთავრობა, კორონავირუსთან მიმართებაში, ძალიან ოპერატიულად მუშაობს
„ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად მთავრობა, კორონავირუსთან მიმართებაში, ძალიან ოპერატიულად მუშაობს“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც საქართველო ახორციელებს. სებასტიან მოლინეუსმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკისა და ქვეყნის მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მზადაა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას შესაბამისი დახმარება გაუწიოს. „ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები დროულად არის გასატარებელი. ვფიქრობ, რომ სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ძალიან ოპერატიულად მუშაობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც, რამდენიმე დღის წინ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კრიზისული მზაობა COVID-19-თან მიმართებაში ადეკვატურია. აღნიშნულის მოსმენა, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მზადაა და კარგად ართმევს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს თავს. ამ ეტაპზე ვირუსი მხოლოდ იმ პირებს დაუდასტურდათ ვისაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, თუმცა ყოველთვის და ყველა ქვეყნისთვის არსებობს იმის რიკი, რომ ვირუსი ქვეყნის შიგნით გავრცელდეს, რა დროსაც, ნებისმიერი ქვეყანა უკვე სხვა მასშტაბების გამოწვევის წინაშე დადგება. საქართველო ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში გვერდში დავუდგეთ. მსოფლიო ბანკს 12 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი, იმისთვის, რომ ქვეყნებს კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროთ“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი ლირე ერსადოც ესწრებოდნენ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)