|
2020-03-06 18:48:47, 4527 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დღეს ტურისტული ინდუსტრია ძალიან დიდი დამსაქმებელია და ჩვენი მშპ-ის 8%-ს ქმნის
„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინდუსტრია კარგად გრძნობდეს თავს, რადგან დღეს ის არის ძალიან დიდი დამსაქმებელი და ჩვენი მშპ-ის 8%-ს ქმნის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავამ დღეს გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებს და მათი დარეგულირების საკითხებზე ტურიზმის სექტორთან ერთად იმსჯელა. მინისტრის თქმით, ეს „იყო ძალიან კარგი, ძალიან საქმიანი, ძალიან გულახდილი და ზომიერი ოპტიმიზმით გამსჭვალული შეხვედრა". ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე ჯერდება იმაზე, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა, რომელიც უახლოეს ორ, მაქსიმუმ სამ თვეში გადაილახება. მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთი საკითხები დაისვა, რომლებიც სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს, მათ შორის სხვა კერძო ბიზნესებთან. „მთლიანად ხელისუფლებისთვის, ეკონომიკის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინდუსტრია კარგად გრძნობდეს თავს, რადგან დღეს ის არის ძალიან დიდი დამსაქმებელი და ჩვენი მშპ-ის 8%-ს ქმნის. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ უამრავ ადამიანს ასაქმებს, განსაკუთრებით რეგიონებში, მცირე სასტუმროებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმსჯელებთ, თუ რით დავეხმაროთ ამ ინდუსტრიას. ზოგიერთი ისეთი საკითხი დაისვა, რომელიც არ მოიცავს მარტო ხელისუფლებას, არამედ სხვა კერძო ბიზნესებთან, მათ შორის - ბანკებთან, ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიებთან მსჯელობას საჭიროებს. და აქ ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხებზე მხოლოდ სახელმწიფოს და ხელისუფლების შიგნით ვიმსჯელოთ. უნდა გავითვალისწინოთ იმ ინდუსტრიების ინტერესებიც და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ პირობა დავდეთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური დრო და გვექნება საკმაოდ სწრაფი გამოხმაურება, თუ რა შეგვიძლია ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)