17:44 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 16:05:09, 1880 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან 17 პაციენტს დღეს გაწერენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში მყოფი 44 პაციენტიდან 17-ს დღეს გაწერენ.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, აუცილებელია გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში დარჩნენ.

 „გასაწერად ანუ ბინაზე დაკვირვებისთვის გადასაყვანად ვამზადებთ 17 მოქალაქეს. მათი მონაცემები გაიგზავნა უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ველოდებით მათგან პასუხს. როგორც კი მოგვივა, ეს მოქალაქეები მზად არიან, რათა თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ. საგანგებო სამსახური ამოწმებს მათ საბინაო პირობებს, რამდენად არის შესაძლებელი მათი თვითიზოლაცია. შეიძლება განაცხადოს მოქალაქემ, რომ აქვს ამის პირობები და სინამდვილეში არ აღმოჩნდეს. როგორც კი ეს დადგინდება, ამის შემდგომ ვიღებთ მატან ინფორმაციას, რომ მზად არიან ისინი გასაწერად მოდის სპეციალური ტრანსპორტი და გადაჰყავს პაციენტები ბინაზე“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონებია მოწყობილი თბილისში, აბასთუმანში, საჩხერესა და ქუთაისში. კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანთა რაოდენობა 9-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics