04:07 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 10:43:38, 2190 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ე.წ. მთის კანონში ცვლილებებს განიხილავს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფლებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მთის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიღმა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქების სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ამ კანონის ძირითადი მიზანი. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ და დარწმუნებული ვართ ეს იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics