|
2020-03-04 12:43:37, 1146 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები ჩატარდება
„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის განხორციელებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქის ერთ-ერთ მეწყერსაშიშ ზონაში, არსებული ყველა პრობლემა და საფრთხე აღმოიფხვრება. „ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ დედაქალაქში სამწუხაროდ, გვაქვს მეწყერსაშიში ზონები. ერთ-ერთი ასეთია შეშელიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქ მეწყერსაშიში ადგილის თავზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. გასულ წელს დავიწყეთ მონიტორინგი, ვაკვირდებით 24-საათიან რეჟიმში. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ზოგადად ქვემოთ, შეშელიძის ქუჩაზე, ტროტუარი უკვე აღარ არსებობს, ჩამოწოლილია მეწყერი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა, რომელიც დამეწყრილი ფერდობის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი არ პი“ ახორციელებს.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)