|
2020-03-03 17:19:06, 1441 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და მოქალაქეებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს მადლობას უხდის. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა მოქალაქეთა კონსოლიდაციისა და კარანტინში მყოფი პირების პასუხისმგებლობის მაღალი დონე. „პირველ რიგში, მადლობა ექიმებს, ექთნებს, მედდებს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და საკოორდინაციო ჯგუფში აქტიური მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც საზღვარზე - მესაზღვრის ან მებაჟის ფუნქციით, აბსოლუტურად გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის ფუნქციებს ყოველდღიურად. ეს მადლობა გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომის ობიექტური შეფასებიდან, რომლებიც ყოველდღიურად ამ გამოწვევას ებრძვიან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთო გამოწვევა, რასაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. აქ არ არის პანიკის და შიშის ადგილი, საჭიროა ეფექტური შრომა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. მოქალაქეების მხრიდან ასეთი დონის კონსოლიდირება, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს, კარგა ხანია არ ყოფილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი ანგაჟირებულობის გარეშე, თითოეული ჩვენგანი, იქიდან, სადაც ვართ - მოქალაქე, ექიმი, მედდა, მებაჟე, პოლიციელი, ყველა უნდა ვემსახუროთ სახელმწიფოს. ეს არის მთავარი ამოცანა და არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობის ნაწილი ვართ ჩვენ, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის თუ ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც ახლა კარანტინის ზონაში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მათ იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება სრულად მისაღებია და ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)