|
2020-03-02 13:36:18, 1033 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ველური ვაზის შესწავლა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“. 3 წლიანი პროექტის მიზანია ველური ვაზის გავრცელების თანამედროვე არეალის შესწავლა, საქართველოს ფარგლებში ახალი ფორმების მოძიება, მათი დაცვის მიზნით ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება, ველური ვაზის დაცვის სტრატეგიის ჩამოყალიბება, კოლექციაში არსებული ველური ვაზის ფორმების ამპელოგრაფიული აღწერა და კატალოგის მომზადება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ამ პროცესში სტუდენტების ჩართვას და ამ კუთხით ცნობიერების გაზრდას. პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ექსპედიციები, გავრცელებული ველური ვაზის ბუნებრივი პოპულაციების მოძიება, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება და კვლევა. 2019 - 2020 წლების განმავლობაში მოძიებულია ველური ვაზის 6 ახალი პოპულაცია და 17 მცენარე, გასამრავლებლად შეგროვებულია 66 გენოტიპი. აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას ვაზის ქართულ ჯიშებთან ერთად „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)