22:09 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 13:32:44, 958 ნახვა

საზოგადოება
სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ასევე, მოეწყობა ტროტუარი.

რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობის  კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში,  900 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება.

მიმდინარე  სამუშაო პროცესს  მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა. არსებული რიყის ქვა დაზიანებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. უახლოეს მომავალში მათ ეს პრობლემა მოუგარდებათ. ჩვენ კი წლის განმავლობაში, მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics