04:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 10:43:41, 3296 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სესიაში  „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“.

მისი თქმით, საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში.

„მოგეხსნებათ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ტრანსანატოლიური გაზსადენის ინაუგურაციას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი შაჰდენიზის გაგრძელებაა, მანამდე BP-ის მიერ დასრულდა შაჰდენიზის განვითარების მეორე ფაზა, რომელიც ასევე მოგვიტანს სატრანზიტო გაზის გაზრდილ მოცულობებს, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, უკვე 17-მდე სხვადასხვა ქვეყანა, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოები ინტერესდებიან ამ პროექტში მონაწილეობით.

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის ქვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ" - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავა ბაქოში ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics