04:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 16:37:28, 3258 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა.

აღნიშნულის შესახებ სააგენტომ ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან.

ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics